"წაგიყვან ქურდებთან, მაგათთან დადგები და ილაპარაკებ" - შსს "ქურდული სამყაროს" წევრების ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერს აქვეყნებს
შს სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულების ავტომანქანის ჩხრეკისას, 5 000 აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი სახლიდან - 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.