პატრიარქობის 34 წელს მზიანი ღამე ვუწოდე - ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 34 წელი შესრულდა .
”პატრიარქობის 34 წელს მე მზიანი ღამე ვუწოდე”, – ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დღეს სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა .
ილია მეორემ გაიხსენა პატრიარქად კურთხევის დღე და იქ წარმოთქმული სიტყვები: "თავსა და ქედს ვიხრი წინაშე ღვთისა და ერისა". "მრავალი შეცდომაც მქონია, მაგრამ ღვთისა და თქვენი სიყვარული მუდამ ფარავდა ამ ცოდვებს. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა. ჩვენი გზა ერთადერთია – გზა სასუფევლისკენ", - აღნიშნა ილია II-მ.
პატრიარქს დღეს აღსაყდრებიდან 34 წლის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა. საიუბილეო წირვას სამების საკათედრო ტაძარში მთავრობისა და ოპოზიციის წევრებიც ესწრებოდნენ. პატრიარქს აღსაყდრების იუბილე პირადად მიულოცა ბიძინა ივანიშვილმა.