loader

ცოლად შერთვის მიზნით არასრულწლოვანი გოგონას გატაცების ფაქტზე 3 პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცოლად შერთვის მიზნით არასრულწლოვანი გოგონას გატაცების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

ცოლად შერთვის მიზნით არასრულწლოვანი გოგონას გატაცების ფაქტზე 3 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ა.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონას, 2004 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმედღიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ გატაცებული არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი დაადგინა.