კადრები ზუგდიდიდან, სადაც ამ წუთებში ძლიერი ხანძარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხანძრის 40 კერაა, აქედან 19 აქტიურია. გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში სამეგრელოს გარდა სხვა რეგიონების სახანძრო-სამაშველოს სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართული.
ავტორი: თათული როგავა
მისივე ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში სამეგრელოს გარდა სხვა რეგიონების სახანძრო-სამაშველოს სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართული.
ავტორი: თათული როგავა