loader

ესკალატორი ღია ცის ქვეშ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესკალატორი ღია ცის ქვეშ

კოლუმბიის ქალაქ მედელინის მთავრობამ ადგილობრივი ღარიბი უბნის მაცხოვრებლებს საჩუქარი გაუკეთა. რაიონი მთის ფერდობზეა განლაგებული, რის გამოც ადგილობრივებს ქალაქის ცენტრამდე ფეხით მისასვლელადად დიდი დრო და ენერგია ეხარჯებოდათ.

ამიტომაც ქალაქის მერიამ მსოფლიოში პირველი ღია ესკალატორი ააშენა, რომლის მშენებლობაზეც 7 მლნ. დოლარი დაიხარჯა. ესკალატორი ქალაქის ცენტრამდე მისასვლელ გზას ნახევარი საათით შეუმცირებს დასახლების 12 ათასამდე მაცხოვრებელს.

ცნობისათვის, მედელინი 80-იან წლებში მთელს მსოფლიოში ”მკვლელობებისა და ნარკომოვაჭრეების დედაქალაქად” იყო ცნობილი.


მომზადებულია BBC.com-ის მიხედვით