რა ვითარებაა გაგრაში? - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაცია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეებმა ლოკალური ხანძრების ლიკვიდაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხეს. მათივე ინფორმაციით, გაგრის რაიონში დაახლოებით ექვსი ჰექტარი ფართობი დაიწვა. მასშტაბურ ხანძარს გაგრის რაიონის ოთხი სახანძრო და ერთი სამაშველო განყოფილების და სოხუმის სახანძრო განყოფილების თანამშრომლები აქრობდნენ.
"8 იანვრის დილისთვის გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერის დაშლა მოხერხდა. ალის ნაწილი მაღალმთიან ნაწილში გადავიდა", - აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, გუშინ ლოკალური ხანძრების ლიკვიდაცია გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონების სამ სოფელშიც განხორციელდა.