რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები, მეთევზეებმა, სავარაუდოდ, ზღვაში აღმოაჩინეს
რადარებიდან გაუჩინარებული ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა, სავარაუდოდ, ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს, -ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
”წყალში რამდენიმე კაბელი და ლითონის ნაჭრები აღმოვაჩინეთ”, - განაცხადა ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
”წყალში რამდენიმე კაბელი და ლითონის ნაჭრები აღმოვაჩინეთ”, - განაცხადა ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.