სკარლეტ იოჰანსონი ”შურს იძიებს”
2012 წლის მაისში ახალი ფილმის "შურისმაძიებლების" პრემიერაა დაგეგმილი. ფანტასტიკის ჟანრის მძაფრსიუჟეტიან ფილმში ცნობილი სუპერგმირები იკრიბებიან, რათა სამყარო არამიწიერი არსებების შემოსევისაგან იხსნან. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჰოლივუდელი ლამაზმანი სკარლეტ იოჰანსონი, ცნობილი შერლოკ ჰოლმსი - რობერტ დაუნი უმცროსი, გვინეტ პელტროუ და სხვა პოპულარული ვარსკვლავები. ფილმის ბიუჯეტი 150 მლნ დოლარია.