პოლიციამ "TV პირველის" ოპერატორების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, თბილისში ორი პირი: 1993 წელს დაბადებული ფ.მ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.