"დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა" - პატრიარქი მრევლს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ნაკურთხი წყლის სახლებში წაღების კურთხევა მისცა. როგორც სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას პატრიარქმა განაცხადა, მრევლმა ნაკურთი წყალი სახლებს, კარ-მიდამოს, ოჯახს უნდა ასხუროს.