“უფროსი კოლეგები ჩემზე წერდენ, რომ მე დავანგრიე ქართული მუსიკის განვითარება, ვარ გასაგდები“ - ნიკოლოზ რაჭველმა მის ყველაზე დიდ იმედგაცრუებაზე ისაუბრა
“წავიკითხე ჩემი კოლეგების მიერ დაწერილი ტექსტები ჩემს შესახებ. უფროსი მუსიკოსები ჩემზე წერდნენ, რომ მე დავანგრიე ქართული მუსიკის განვითარება, ვარ გასაგდები არა თუ დირიჟორის და ხელმძღვანელის, არამედ ზოგადად ქვეყნის მუსიკალური ცხოვრებიდან. რომ მე ვარ უგემოვნო უნიჭო და არაპროფესიონალი“ - ამის შესახებ ნიკოლოზ რაჭველმა “ფორმულასთან“ განაცხადა.