უმძიმესი ავარია ლაგოდეხში - გარდაიცვალა ერთი, არიან დაშავებულებიც
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში - ერთმანეთს ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც, 1 მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა; დაშავდა 3 მგზავრი.
დაზარალებულები სასწრაფოს ბრიგადებმა სხვადასხვა სახის დაზიანებებით ლაგოდეხის საავადმყოფოში მოათავსეს. მათგან მძიმეა ერთის მდგომარეობა, რომლის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გახდა საჭირო.
ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.