თენგიზ ცერცვაძე განმარტებებს აკეთებს საკუთარი განცხადების შესახებ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" განმარტებები გააკეთა საკუთარი განცხადების შესახებ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"რატომ გამოიწვია ამ განცხადებამ უკმაყოფილება? მე ეს ვთქვი პირდაპირი მნიშვნელობით. ჩემთან არ მოხვედრილა არც ერთ პაციენტი, ვისაც ჰქონდა იმუნური სისტემის დაქვეითება იმის გამო, რომ ის არასაკმარისად იკვებება. ვინმემ მომიყვანოს მაშინ ასეთი პაციენტი. ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არ არის სიღარიბე და ადამიანების ნაწილი არ ცხოვრობს გაჭირვებაში. სიღარიბე და უმუშევრობა ქვეყნის მთავარი პრობლემაა. ზოგადად, იმუნიტეტი რომ დაქვეითდეს, არა უბრალოდ არასრულფასოვანი კვება უნდა იყოს, არამედ შიმშილობა უნდა იყოს. რაც მაშინ ვთქვი, ის შემიძლია დავადასტურო, რომ არც ერთ ჩემს პაციენტს იმუნიტეტი არასრულფასოვანი კვების გამო არ ჰქონია. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გაჭირვებაში არ არიან", - აღნიშნა ცერცვაძემ.