loader

"ეს არის მორიგი ტყუილი" - ნათია თურნავა მიხეილ სააკაშვილის მიერ მალტის ვაქცინების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის მორიგი ტყუილი" - ნათია თურნავა მიხეილ სააკაშვილის მიერ მალტის ვაქცინების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, ვაქცინებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება მორიგი ტყუილი და არასერიოზული გამონათქვამია.

ამასთან, როგორც მინისტრი აღნიშნავს, მალტას თავისი მოსახლეობისთვის არ ჰყოფნის ვაქცინა.

"ეს არის მორიგი ტყუილი, არასერიოზული გამონათქვამი. იმ დროს, როდესაც მალტას თვითონ არ ჰყოფნის თავისთვის ვაქცინა და ეს მთელ მსოფლიოში არის პრობლემა, 80 ათასი დოზის მოთხოვნით მიმართა ახლა შესაბამის სტრუქტურებს ქვეყნის გარეთ და იმ დროს, როდესაც თვითონ ევროკავშირს 60%-ით ნაკლები ვაქცინის დოზა აქვს ამ ეტაპზე მიღებული იმასთან შედარებით, რაც მათ ჰქონდათ გათვლილი. რა თქმა უნდა, ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად არა მარტო „კოვაქს“ პლატფორმის შიგნით, არამედ პირდაპირ მომწოდებელ კომპანიებთან და სხვა ქვეყნებთან", - განაცხადა თურნავამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ამბობს, მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა და მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში შედის საქართველო. სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ მიმართოს მალტას და უსასყიდლოდ მიიღოს ვაქცინა.