loader

"ჩემი განცხადება შედეგიანია, რადგან მას შემდეგ ნიკა გვარამია წკავწკავებს" - თეა წულუკიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი განცხადება შედეგიანია, რადგან მას შემდეგ ნიკა გვარამია წკავწკავებს" - თეა წულუკიანი

"ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკის და პაექრობის ნაწილი იყო, რაც ჩემი პროფესიაა - ეს იყო შედეგიანი, რადგან მას შემდეგ გვარამია წკავწკავებს", - ასე ახსნა დეპუტატმა თეა წულუკიანმა მის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა გვარამიას საკონტაქტო ნომრის გამოცხადების ფაქტი.

წულუკიანი იმასაც ამბობს, რომ გვარამია ცდილობს, საზოგადოება უცნაურ პირობებში აცხოვროს.

"მე ამ პირობებში ცხოვრებაზე უარს ვამბობ. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ოპოზიცია, ვინც პარლამენტში შევიდა, გვამია. ხოლო თუკი მე ვიტყვი, რომ ვინც არ შედის პარლამენტში გვამები ისინი არიან, ნიკა გვარამია აწკავწკავდება და ამას სიუჟეტებს მიუძღვნის. თუ გვარამია სალომე ზურაბიშვილზე იტყვის უხამს სიტყვებს, ეს შეიძლება, მაგრამ თუ მე მას ამისთვის გავკიცხავ, გვარამია კვლავ, მორიგ ჯერზე აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია. თუ ჩვენი ოჯახის წევრებს გალანძღავენ, ეს დასაშვებია, თუ ჩვენ მის მეუღლეს შევაქებთ და ვიტყვით, რომ ის მზეთუნახავია, გვარამია ისევ აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია. მიაჩნია, რომ სტანდარტი უნდა მუშაობდეს ყველასთვის. თუ ისინი ამ რეჟიმში გააგრძელებენ ცხოვრებას, მე ჩემს გუნდთან ერთად ყოველთვის ვიქნები ფეიკ ნიუსების, სხვადასხვა ბულინგის წინააღმდეგ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე წულუკიანმა პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა.