loader

ნავალნის ექიმი მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა, პოლიტიკოსების მხარდამჭერებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ - რა ხდება რუსეთში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნავალნის ექიმი მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა, პოლიტიკოსების მხარდამჭერებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ - რა ხდება რუსეთში?

55 წლის ექიმი, რომელიც მოწამლულ ნავალნის ომსკში მკურნალობდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაცია ომსკის საავადმყოფომ გაავრცელა, სადაც ექიმი სერგეი მაქსიმიშინი მუშაობდა, რომელიც ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის მთავარი ექიმის მოადგილე იყო ომსკის No1 სასწრაფო საავადმყოფოში.

გარდაცვალების მიზეზი საავადმყოფოს განცხადებაში არ მოიძებნა, თუმცა მოგვიანებით ჯანდაცვის რეგიონულმა მინისტრმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ექიმი თავის სამუშაო პალატაში გულის შეტევით გარდაიცვალა. საგულისხმოა, რომ ნავალნიმ მოწამვლის შემდეგ პირველადი სამედიცინო დახმარება სწორედ იმ რეანიმაციულ განყოფილებაში მიიღო, სადაც 55 წლის ექიმისთვის 4 თებერვალი საბედისწერო დღე აღმოჩნდა.

ავტორი: ნინი გაბისონია