"არასდროს მიმიცია პირობა, რომ რომელიმე კონკრეტულ რიცხვში ჩამოვიდოდი... ჩემი ჩამოსვლა მოსახლეობის 60-70%-ს სურს" - მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია "დოჟდ-ის" ეთერში მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლაზე ისაუბრა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არასდროს მიუცია პირობა, კონკრეტულად რომელ რიცხვში ჩამოვიდოდა, თუმცა, თუ ამის საჭიროება იქნება, სააკაშვილი მზადაა დადოს პირობა და შეასრულოს.