მატარებელი - ოფიციანტი
პრაღის ერთ-ერთ კაფეში დროისა და სახსრების დაზოგვა გადაწყვიტეს და სათამაშო მატარებლის მომსახურებით სარგებლობენ. ლიანდაგები თითოეულ მაგიდაზეა დამონტაჟებული და სტუმრები ლუდსა და წვენს ოფიციანტების ნაცვლად მატარებლიდან იღებენ. ამ ინოვაციით კმაყოფილები და გაოცებულები მომხმარებლებიც დარჩნენ. მათი თქმით სერვისი ბევრად უფრო სწრაფი და მოსახერხებელია.