“ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს“ - სალომე ზურაბიშვილი
“ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელითაც ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრას ეხმაურება.