loader

“ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ - თენგიზ ცერცვაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ - თენგიზ ცერცვაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“საკმარისია ხმა ამოვიღოთ ქვეყანაში COVID-19-ის წარმატებით მართვაზე, რომ ვაი ტელევიზიები და ვაი ექსპერტები ისე შეიცხადებენ, გეგონებათ მკრეხელობა ჩავიდინეთ,“ - ამის შესხებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ცერცვაძე „ფეისბუქ“ პოსტში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

„ადამიანებო, იყავით ფხიზლად! ა.წ. 2 მარტს ღამის „მთავარში” ეკა კვესიტაძე შეეცადა მაყურებლები დაერწმუნებინა, რომ „დღეის შემდეგ მათთვის ახლობელი თითოეული ადამიანის COVID-19-ით გარდაცვალება ხელისუფლების ბრალია და არა კორონავირუსის?!“ მანვე განაცხადა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია დიდი ხანია დაიწყეს, COVID-19-ის ახალი შემთხვევები დრამატულად არის შემცირებული (დიდი ტყუილი), ხოლო ლოქდაუნები მოხსნილია (კიდევ ერთი ტყუილი).

ამავე დროს „TV პირველმა“ განათავსა ჯანდაცვის მინისტრის ფოტოები წარწერით, რომ ბოლო 24 საათში 10 გარდაცვლილი არის შეუსრულებელი დაპირების საფასური?! და ადამიანების სიცოცხლით თამაში. ეს არის უპრეცედენტო დემაგოგიის და უზნეობის მაგალითი ამ ტელევიზიების მხრიდან. სადმე გინახავთ, ან მოგისმენიათ, რომ მსოფლიოს რომელიმე ტელევიზიას მსგავსი განცხადება გაეკეთებინოს? რა, 2 მარტს რომ ვაქცინა შემოგვეტანა, იმ დღეს ის 12 ავადმყოფი აღარ მოკვდებოდა? მე კარგად ვიცნობ ამ ტელევიზიებს, მაგრამ არ მეგონა, იმ დონემდე თუ დაეშვებოდნენ, რომ გარდაცვლილი ადამიანებით მანიპულირებას და სპეკულირებას გაბედავდნენ. მინდა მივმართო საზოგადოებას იულიუს ფუჩიკის სიტყვებით, რომლითაც იგი მსოფლიოს ფაშიზმის მოახლოვების საფრთხეზე აფრთხილებდა „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!““, - აღნიშნავს ის.