4 შეზღუდვა, რომლებიც დღეს მოიხსნა
15 მარტიდან ქვეყანაში 4 შეზღუდვა მოიხსნება. კერძოდ კი, სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ განსაზღვრული რეგულაციების დაცვით; უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას შეძლებენ; ასევე განახლდება სასკოლო წრეები; თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები კი რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ.