ვინ არის ქალი, რომელმაც ნუცუბიძეზე 5 100 ლარი იპოვა და პატრონს დაუბრუნა - "ფული ბანკიდან გამოუტანია, საქმისთვის სჭირდებოდა"
ხათუნა აზარაშვილმა 5 100 ლარი ნუცუბიძის მე-4 მიკროში იმ დროს იპოვა, როცა ძაღლს ასეირნებდა.
ამბობს, რომ იმ წუთიდან პატრონის ძებნა დაიწყო. ყველანაირად ცდილობდა, პატრონი მალე მოეძებნა, რომ ნერვიულობა თავიდან აერიდებინა.
ასეც მოიქცა, თანხის პოვნიდან 1 საათში პატრონს ფული დაუბრუნა.
ხათუნა აზარაშვილი ამბობს, რომ ერთი წლის წინ სიმსივნე დაამარცხა და მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად დააფასა ადამიანური ურთიერთობები.
ოპერატორი: ზაკო გენებაშვილი