"მემგონი მაკიაჟს უკეთებენ" - რა ხდება ამ წუთებში ვაშლიჯვრის ფერდობზე
ვაშლიჯვრის მეწყრის ფერდობზე მძიმე ტექნიკა მუშაობას აგრძელებს. სამუშაოების ამსახველ ვიდეოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი, გეოლოგი, თეა გოდოლაძე Facebook-ზე ავრცელებს.