loader

რა შემთხვევაში დაკარგავს "ქართული ოცნება" უმრავლესობას და რა უნდა მოხდეს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შემთხვევაში დაკარგავს "ქართული ოცნება" უმრავლესობას და რა უნდა მოხდეს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგეს

„ქართული ოცნების“ 6-მა დეპუტატმა გიორგი გახარიას გუნდში გადასვლა გადაწყვიტა და მმართველი პარტია დატოვა - შედეგად, უმრავლესობის რაოდენობა 84 დეპუტატამდე შემცირდა. გამორიცხული არ არის, გახარიას რიგებს „ოცნების“ სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ. თუ მმართველი გუნდის დეპუტატების რაოდენობა 76-ს ჩამოსცდება, „ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს.

თუ უმრავლესობა დაიკარგება, დამატებით რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგეს? ამაზე „პალიტრავიდეოს“ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ესაუბრება.

მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიციის ერთობა და პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატზე შეთანხმება ვერ შედგება, უმრავლესობა პრემიერს შეინარჩუნებს.

როგორც მენაბდე აღნიშნავს, იმისთვის, რომ დღეს უმრავლესობის მიღმა მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა კოალიციური მთავრობის ფორმირება შეძლონ, 76 მანდატის გაკონტროლებაა საჭირო - დღეს კი მათი რაოდენობა 66-ია.


ავტორი: ეკა აბაშიძე