"ეს ადამიანები აღდგომის დღესასწაულზე დატოვეს ციხეში" - "უცნობი" ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებზე
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმის მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა, ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების თავდებობით გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ განმარტა, როცა აღკვეთის ღონისძიება იხილება, სასამართლო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით აფასებს ფაქტობრივ საფუძვლებს.