"ვინც ჩემთან მუშაობენ, აუცილებლად უნდა აიცრან, ამ მოსაზრების გამო კრიტიკაც მივიღე და ლანძღვაც" - რესტორატორი თაკო დოლაბერიძე
"საქართველოში სანამ ვაქცინაცია დაიწყებოდა, მანამდეც ვამბობდი და ახლაც ამ აზრზე ვარ - ვინც ჩემთან მუშაობენ, აუცილებლად უნდა აიცრან. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ დაცულნი, რადგან მთელი დღე სამსახურში ვართ", - ამის შესახებ "ფორტუნას" ეთერში რესტორატორმა და ივენთმენეჯერმა თაკო დოლაბერიძემ განაცხადა.