loader

"არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას" - საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას" - საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.

მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

"დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას", – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.