"ვაღიარებ ჩემ კორუმპირებულობას და ხელს ვადებ ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც თანამონაწილეს" - გიორგი სიგუამ სკანდალური განცხადება გააკეთა
გიორგი სიგუა თავის "ფეისბუქლაივში" სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ 2013-14 წლებში ის მონაწილეობდა კორუფციულ გარიგებებში და მისი თანამონაწილე საქართველოს ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. სიგუას თქმით, მას შეუძლია წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და თავისი სიტყვები რეალური საბუთებით დაამტკიცოს.