"აუტანელია იმ საცოდაობის ყურება, რაც ჩემს ინბოქსში ხდება" - რას წერს ნანა გეგეჭკორი
ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს სოციალურ ქსელში წერს: "ანალიზების მკურნალობა, კლინიკური კონტექსტის გარეშე, არის უმძიმესი შეცდომა.
ანალიზების დანიშვნა, კლინიკური ეჭვის, ან რაიმე კონკრეტული სკრინინგისთვის შესაბამისი ჩვენების გარეშე არის უმძიმესი შეცდომა.
"მაღალი დ-დიმერის მკურნალობა", კონკრეტული კლინიკური ახსნის გარეშე, არის უმძიმესი შეცდომა.
არ არსებობს ანტიკოაგულანტების ერთკვირიანი ან ორკვირიანი კურსი "დ-დიმერის ან ფიბრინოგენის სამკურნალოდ". ასეთი ტაქტიკა არის უმძიმესი შეცდომა.
პაციენტი არ არის ანალიზები. პაციენტი არის ცოცხალი ორგანიზმი, ერთდროულად მიმდინარე უამავი დინამიური პროცესით. ნებისმიერ კვლევას უნდა გააჩნდეს წინაპირობა ანუ კლინიკური ეჭვი (pre-test probability, clinical judgment). კვლევას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ის დაადასტურებს ან უარყოფს კლინიკურ ეჭვს და შეცვლის მკურნალობის ტაქტიკას.
P.S. აუტანელია იმ საცოდაობის ყურება რაც ჩემს ინბოქსში ხდება. ამდენი უსარგებლო კვლევა, ყოველგვარი კონტექსტის გარეშე. ამდენი არამიზნობრივად დანიშნული სისხლდენის მაღალი რისკის შემცველი პრეპარატები. უღარიბესი ბიუჯერის მქონე ადამიანების მიერ გაღებული ამხელა არამიზნობრივი ხარჯი." - წერს ნანა გეგეჭკორი.