loader

"20 წლის ახალნამშობიარები დედაა ნაწამები და გაგუდული ჩვილი ბავშვის და მეუღლის თვალწინ... იარაღი შუბლზე პატარასაც დაადეს" - საბერძნეთში 36 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"20 წლის ახალნამშობიარები დედაა ნაწამები და გაგუდული ჩვილი ბავშვის და მეუღლის თვალწინ... იარაღი შუბლზე პატარასაც დაადეს" - საბერძნეთში 36 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს

ბერძენმა სამართალდამცველებმა 36 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელიც 20 წლის ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ ინფორმაცია ბერძნულ მედიაში ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მამაკაცი საზღვარზე დააკავეს, როდესაც ის ყალბი პასპორტით საბერძნეთის დატოვებას გეგმავდა. პოლიცია დაკავებულს გლიკა ნერაში ძარცვის დროს 20 წლის გოგონას მკვლელობაში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით დაჰკითხავს. ბერძნული მედია წერს, რომ მამაკაცი ნასამართლევია, მათ შორის, პიკერმიში მოხუცი წყვილის გაძარცვის საქმეზე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი Tamara Mara Shanava სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ "20 წლის ახალნამშობიარები დედაა ნაწამები და გაგუდული ჩვილი ბავშვის და მეუღლის თვალწინ".

"7 მარტს, ათენის განაპირა უბანში (გლიკა ნერა) დააყაჩაღეს ახალგაზრდა წყვილი. 20 წლის ახალნამშობიარები დედაა ნაწამები და გაგუდული ჩვილი ბავშვის და მეუღლის თვალწინ. მამა სამხედრო პილოტია და ამბობს, რომ იარაღი შუბლზე პატარასაც დაადეს! მთელი საზოგადოება შოკში იყო, პოლიცია დაგეშილი ეძებდა ვიდეოკადრში დაფიქსირებულ ყაჩაღებს. თურქეთის საზღვარზე დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც 5 ქურდიდან ერთ-ერთია. ქურდობა-ყაჩაღობა როგორ არ ხდება აქ, მაგრამ ასეთ სიველურეს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამო***ლებულები ჩადიან", - წერს Tamara Mara Shanava სოციალურ ქსელში.