“გაოგნებული ვარ იმაზე, რაც ამ დღეებში ქართველ ჟურნალისტებთან კომუნიკაციის დროს გადამხდა თავს!“ - რას წერს ლუკა ჩიქოვანი, რომელმაც House of Gucci-ში როლი შეასრულა?
ახალგაზრდა ქართველი მსახიობი, ლუკა ჩიქოვანი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ფილმში - House of Gucci გამოჩნდება. როგორც ცნობილია, ლუკა ფილმში ეპიზოდურ როლს შეასრულებს. ამ ამბით ქართველებმა ძალიან გაიხარეს, თუმცა ლუკას გარკვეული პრობლემებიც შეექმნა, რომლის შესახებაც ის "ფეისბუქში" წერს:
გულწრფელად დამწუხრებული და გაოგნებული ვარ იმაზე, რაც ამ დღეებში ქართველ ჟურნალისტებთან კომუნიკაციის დროს გადამხდა თავს! ბევრმა ქართულმა ტელეარხმა მომწერა ინტერვიუს ჩასაწერად ფილმ "House of Gucci"-ში (სადაც ეპიზოდურ როლს ვთამაშობ და არაფერია ასეთი გასაოცარი) ჩემი მონაწილეობის შესახებ.
ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ყველა მათგანს ექსკლუზივი სურდა და აქტიურად “იბრძოდნენ” ამისთვის, ჟურნალისტებს არ ვარჩევ იმის მიხედვით თუ რომელი არხიდან, ან პოლიტიკური პარტიის იდეის გამავრცელებელი ტელევიზიის წამომადგენელნი არიან, ინტერვიუ მივეცი იმათ, ვინც პირველებმა მომწერეს, დანარჩენი ჟურნალისტებისა კი რატომღაც თავს დამესხნენ ამისთვის, თითქოს ინტერვიუ აინტერესებდათ, მაგრამ როგორც კი შეიტყვეს, რომ სხვა ტელეარხმა უკვე გამოაქვეყნა ახალი ამბავი ჩემზე, მომწერეს რომ გააუქმეს ინტერვიუ და აღარ სურთ ამ ამბის გაშუქება.