loader

“ვიცით, რომ დაფინანსებულია საკმაოდ დიდი ფულით, თუ ისინი ამაზე საზოგადოებას ინფორმაციას არ მიაწვდიან, ჩვენი ვალია, ჩვენ მივაწოდოთ“ - ირაკლი კობახიძე “ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვიცით, რომ დაფინანსებულია საკმაოდ დიდი ფულით, თუ ისინი ამაზე საზოგადოებას ინფორმაციას არ მიაწვდიან, ჩვენი ვალია, ჩვენ მივაწოდოთ“ - ირაკლი კობახიძე “ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტზე

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია დიდი ფულით არის დაფინანსებული და მასში კომერციული და პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.

„რაც შეეხება მართვას, ჩვენ ვიცით, რომ დაფინანსებულია საკმაოდ დიდი ფულით, ამ კითხვას ალბათ, მოგვიანებით უნდა გაეცეს პასუხი. როცა დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფრის უკან სერიოზული როგორც კომერციული ინტერესები, ასევე პოლიტიკური ინტერესები არის. თუმცა, ამ ყველაფერს ბუნებრივია, პასუხი უნდა გაეცეს, როცა ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია, ასეთი ტიპის პროტესტია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია მათ შორის, ფინანსებთან დაკავშირებით. თუ ისინი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან საზოგადოებას, ბუნებრივია, ჩვენი ვალია, ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ.“, - განაცხადა კობახიძემ.