"ამ ქვეყნის გადამრჩენელები ხართ, ოქროს ვარსკვლავები ხართ, ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებულნი და სიმართლის ველ-მინდვრებზე დაჭენაობთ" - გუბაზ სანიკიძე "ქართულ ოცნებას" მიმართავს
"მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის გადამრჩენელები ხართ, ოქროს ვარსკვლავები ხართ, ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებულნი და სიმართლის ველ-მინდვრებზე დაჭენაობთ. გასაგებია, მაგრამ ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს თქვენთან: როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში? გაგვეცით ამაზე პასუხი ოფიციალურად" - გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართულ ოცნებას" მიმართა.