loader

"ამათ შუბლის ძარღვი მართლა გაწყვეტილი აქვთ ან სრული იდიოტები არიან!" - მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიას გუნდზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამათ შუბლის ძარღვი მართლა გაწყვეტილი აქვთ ან სრული იდიოტები არიან!" - მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიას გუნდზე

მიხეილ სააკაშვილი ანაკლიის პორტის შესახებ გიორგი გახარიას თანაგუნდელის, ბექა ლილუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პორტი ვალდებულებების დარღვევის შემდეგ ვერ აშენდა.

"ამათ შუბლის ძარღვი მართლა გაწყვეტილი აქვთ ან სრული იდიოტები არიან! - მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიას გუნდზე.

ეს პორტი 2013 წლის ბოლოს უნდა გამეხსნა ჩვენი გეგმით და ჩვენ ყოველთვის უფრო ადრე ვასრულებდით გეგმას, ვიდრე ქაღალდზე ეწერა და ესენი გვიყვებიან, რომ პორტი ვერ გაკეთდებოდაო?!

ძაღლი რომ ფარავს ხოლმე თავის მოსაქმებულს, ისე ფარავენ ესენი თავის წილს, ქვეყნის განადგურებაში და მე მგონი, ჩვენს ხალხს ყველაფერი ახსოვს და თუ არ ახსოვს, გავახსენებთ და ამაზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ და დავანახებთ, რომ სხვანაირად შეიძლება მუშაობა ძალიან მალე", - წერს მიხეილ სააკაშვილი.