“თუ გვინდა სრულყოფილი სიხარული გვქონდეს, უფლისა და ჭეშმარიტი ღმერთის, იესო ქრისტეს შემეცნების გზით უნდა ვიაროთ“ - მეუფე შიო
“თუ გვინდა სრულყოფილი სიხარული გვქონდეს, უფლისა და ჭეშმარიტი ღმერთის, უფალ იესო ქრისტეს შემეცნების გზით უნდა ვიაროთ,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ჩვენ უფლის ნებით, მისი მცნებებით ვცხოვრობთ, ვიმეცნებთ საკუთარ თავსაც – ვინ ვართ, რამდენად უძლურნი ვართ, რომ, მართლაც გვჭირდება მაცხოვარი და მხსნელი, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ გადარჩება.