ავტოგასამართის აფეთქება კამერებმა დააფიქსირეს - ხანძარი 500 კვ.მ-ზეა
რუსეთში, კერძოდ კი, ნოვასიბირსკში, ავტოგასამართი სადგურის აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.
წინასწარი მონაცემებით, ავტოგასამართ სადგურზე საწვავის რეზერვუარი აფეთქდა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ აფეთქება რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაც ისმოდა, ხოლო ცეცხლის კვამლი ნოვოსიბირსკის სხვადასხვა რაიონიდანაც მოჩანს.