“არ ვიღებ კრიტიკას, იმიტომ, რომ რუსეთში არ ვმოღვაწეობ“ - ნუცა ბუზალაძე რუსულ პროექტში მონაწილეობის დღეებს იხსენებს
“არ ვიღებ კრიტიკას, იმიტომ, რომ რუსეთში არ ვმოღვაწეობ, იქ არ გამიკეთებია კონცერტი, მინდოდა საკუთარი ნიჭის წარმოჩენა.
იქ იმდენი ქართველი დამხვდა, არ მიგრძვნია, რომ იქ ვინმეს საქართველო არ უყვარს. არ მქონია ამის განცდა, რომ მტერთან ვმღერი“ - ამის შესახებ ნუცა ბუზალაძემ გადაცემა “სთორიში“ განაცხადა.