"რა ქნას, მოშივდა საბრალოს, ფულის კეთების ყველაზე ადვილი მეთოდი სააკაშვილის ლანძღვაა" - მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე
"რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? - სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით ივანიშვილის საქართველოში... არა უშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორე მერე გაჭირდება ეგ ამბავი", - აღნიშნულით მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.
გიორგი ვაშაძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" განვითარების პერსპექტივა არ აქვს.
"სააკაშვილი საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს და არ აძლევს სხვას ლიდერობის საშუალებას" - აღნიშნა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" განვითარების პერსპექტივა არ აქვს.
"სააკაშვილი საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს და არ აძლევს სხვას ლიდერობის საშუალებას" - აღნიშნა ვაშაძემ.