loader

"ტყუილს ხომ არ გეტყვით?.. მივიღე გადაწყვეტილება" - მეუფე იაკობი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტყუილს ხომ არ გეტყვით?.. მივიღე გადაწყვეტილება" - მეუფე იაკობი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელის, მეუფე იაკობის განცხადებით, არცერთი ის თანამშრომელი, რომლებზეც პანსიონის აღსაზრდელებს პრეტენზია აქვთ, დაწესებულებაში აღარ იმუშავებს. ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, პანსიონი მსოფლიო სტანდარტებს დაუახლოვდება და მასში ბავშვების რაოდენობაც შემცირდება.

რაც შეეხება სახალხო დამცველთან შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას, როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, ის ომბუდსმენთან ერთად დაწესებულებაში მომდევნო კვირის ბოლოს შევა.