“გოგოს წიხლებით შედგა პოლიცია, ჩაუტეხეს ნეკნი!“ - მწვავე დაპირისპირება ბათუმში, აქციაზე მინიმუმ 4 პირი დააკავეს
ბათუმში, ნამახვან ჰესის აქციის დროს დაკავებული ადამიანების მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაზე პოლიციასა და შეკრებილს შორის დაპირიპისრება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მინიმუმ 4 პირი.
ცუდად გახდა ახალგაზდა ქალი. მისი დის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქალი წაიქცა, მას პოლიციელებმა ფეხებით სცემეს.