გიორგი გახარიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც იმ სასტუმროში დააფიქსირეს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილიც იყო
"იმ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, იქ შევიკრიბეთ. ჩვენ სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვფრინდით. მეორე დღეს უკვე ვიყავით სხვა სასტუმროში. ჩვენ გადაკვეთა არანაირი არ გვქონია... საერთოდ, ეს არასერიოზულია. ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, ლოჯისტიკურად სხვა სასტუმროში, მისვლა-მოსვლისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი. იქ უბრალოდ ჩვენ შევიკრიბეთ" - ამის შესახებ გიორგი გახარიამ "რუსთავი 2"-ს განუცხადა.