პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია საგარეო საქმეთა სამინისტროს კონსულტანტია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დიპლომატ თემურ ალასანიას ურთიერთობა საკონსულტაციო ხასიათს ატარებს , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნინო კალანდაძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა სურვილი, თემურ ალასანიასთან ხელშეკრულება გაეფორმებინა. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, აქ საუბარია არა დიპლომატიურ თანამდებობაზე, არამედ ტექნიკურ თანამშრომლობაზე, რომელიც საკონსულტაციო ხასიათს ატარებს.
"ეს არ არის მრჩევლის დიპლომატიური თანამდებობა, არამედ ეს ატარებს საკონსულტაციო ხასიათს, იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს ძალიან ხანგრძლივი თანამშრომლობის გამოცდილება გაერო-ს ფარგლებში და ჩვენ მას მივმართეთ საკონსულტაციო თხოვნით", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ეს მომსახურება იქნება უსასყიდლო, თემურ ალასანია თავის გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებს საგარეო უწყებას, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.
კალანდაძის განცხადებით, თემურ ალასანიასთან გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რომლის ვადაც 31 დეკემბერს ამოიწურა და იანვრიდან ხელშეკრულება გაგრძელდება.