“ომის დროს ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები ჩატოვეთ ცხინვალში! გმირი ოფიცრები რუსეთში და სოხუმში! მე ეს გავაკეთე!“ - სკანდალურ განცხადებას პარლამენტში დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა
“მინდა შეგახსენოთ და მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ომის დროს ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები ჩატოვეთ ცხინვალში... რუსეთში ჩატოვეთ ჩვენი დაზვერვის ოფიცრები,“ - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელ ოპოზიციონერებს, რასაც მათი მხრიდან ხმაური მოჰყვა.
ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მისამართით აღნიშნა, რომ პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ 2012 წლის შემდეგ მოხერხდა.