"არადა რამდენი იწვალა ამ კალამ" - თამარ ჩერგოლეიშვილი კახა კალაძეზე
ჟურნალ “ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი კახი კალაძეს უპირისპირდება. ჩერგოლეიშვილის გაღიზიანება თბილისის მერის მიერ გაკეთებულმა პრაიდის კვირეულის საწინააღმდეგო განცხადებამ გამოიწვია.
„არადა რამდენი იწვალა ამ კალამ, ლოგოპედთან იარა, მაღაზიის ვიტრინებში მანეკენებს გახადა და თვითონ ჩაიცვა, ციცქნა ელექტრომანქანაც დაიყენა, მოდელი ცოლი მოიყვანა, ვაიმარანერთან ფოტო გადაიღო, ეზოში 8000 ევროიანი “სკამეიკა” დაიდგა ....და მაინც რა ...“ - წერს „ტაბულას“ დამფუძნებელი.
„პრაიდის“ კვირეული მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.