“მაქვს ჰემატომა, ადგომა არ შეიძლება, ტვინში სისხლჩაქცევებია და დაბეჟილობა“ - აქციაზე ნაცემი ფოტოკორესპონდეტი საზარელი ფაქტის დეტალებს იხსენებს
“ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე ნაცემი “ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი მომხდარის დეტალებს იხსენებს. როგორც მან გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ტვინში აღენიშნება სისხლჩაქცევები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ექიმების მევალყურეობის ქვეშ რჩება.