"ჩემი საჯარო მიმართვა ქურდებს..." - ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს
ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ვიდეოკამერა მოჰპარეს:
"ჩემი საჯარო მიმართვა ქურდებს
ბიჭო!!! (ან გოგო, რავიცი) - ვინც გუშინწინ მანქანიდან ჩემი ტელევიზიის ვიდეოკამერა მომპარეთ და შენი საქმე ოსტატურად და პროფესიონალურად შეასრულე... გასაგებია, რომ გიჭირს, კაი ცხოვრებისგნ არ გამხდარხარ ქურდი და ყაჩაღი, ეგ პროფესია აირჩიე და კიდეც ხვეწ, მუშაობას და პროფესიონალი ხდები...
დამირეკე, შევხვდეთ, გადავიკვეთოთ "ტიომნად" თუნდაც... თუ კამერას შენი "ქურდული პრინციპების" გამო ვერ დამიბრუნებ... რა მასალაც ზედ ნახე... გადამიწერე ფლეშკაზე და ის მაინც მომაწოდე რამენაირად, რადგან ძმაო... ერთადერთი (!) იყო ტელეკომპანია "ვარსკვლავები" ვინც დღეს ქობულეთში ჩატარებული დიდი, ლამაზი საბავშვო ფესტივალი გადაიღო, ინტერვიუები ჩაწერა, იმედიანად ესაუბრა ბავშვებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს.... ჰოდა, არ მინდა ამ ხალხს იმედები გავუცრუო და კამერას თუ არა, ზედ რაც დაგხვდა იმ მასალას თუ გადამიწერ-თქო ფლეშკაზე და მომაწვდი... კიდე მე გიკისრებ მაღარიჩს.
რაც შეეხება პოლიციას, გამომძიებლებს, წარმოებაში მიღებულ საქმეს - ეეს, წესია ძმაო ჩვენი - ანუ პატიოსანი ხალხის ცხოვრებისა და ჩვენ ეს გზა გვაქვს არჩეული, ამიტომ ნუ აიბრუზავ ცხვირს და იქნებ მადლი ქნა და მომაწოდო გადაღებული მასალა... ჩემი პასუხისმგებლობა და ის, ასობით ბავშვია ძმაო ცოდო, რომელიც თავის თავს ელოდება ჩვენს ტელერეპორტაჟში, თორემ... ჩემი კამერის მოპარვით ვერც "ვარსკვლავებს" და ვერც მე ვერაფერს დამაკლებ. რადგან საქმეს - მაინც გავაგრძელებ!!! მოკლედ, ქენი სიკეთე და ფლეშკაზე გადაღებული რაც დაგხვდა მაგ კამერაზე - მომაწოდე".