შოკისმომგვრელი და უმძიმესი კადრები ბათუმის ნაგავსაყრელიდან - “ზოგი ვერც დგება, მხოლოდ თავს წევს! საშინელებაა!“
“ერთად ავაშენოთ კერა“ ბათუმის ნაგავსაყრელზე გადაღებულ შოკისმომგვრელ კადრებს ავრცელებს. ნაგავსაყრელზე სპეციალურად მიყვანილია და ადგილზე დატოვებულია ათეულობით ცოცხალი ძაღლი, რომლებიც დროთა განმავლობაში ავადდებიან და სიკვდილისთვის არიან განწირულები.