ესპანეთის პრემიერ- მინისტრის ბრიფინგი ლიტვაში რუსულმა “სუ 24“-მა ჩაშალა - რა მოხდა განგაშის სიგნალის შემდეგ?
ესპანეთის პრემიერ მინისტრი ლიტვაში ბრიფინგს მართავდა, როდესაც საგანგაშო სიგნალი ჩაირთო და “ნატოს“-ს გამანადგურებლები რუსული სუ 24- ის გასანეიტრალებლად ცაში აიჭრნენ.
ლიტვის სამხედროების განცხადებით, ორი რუსული სუ -24 ბალტიის ზღვის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ელექტრონული იდენტიფიკაციის გარეშე ფრენდა. მფრინავებმა კი რადიოკავშირი საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სამსახურთან არ შეინარჩუნეს.