“ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორი, სადაც ლექსო ლაშქარავა მკურნალობდა, განცხადებას ავრცელებს
“პაციენტი 8 ივლისს დამაკმაყოფილებელ ვითარებაში გაეწერა - ამ წუთას შემთხვევას რეგულირების სააგენტო სწავლობს, რომელთანაც ვთანამშრომლობთ“, - ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა გარდაცვლილი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტის კლინიკიდან გაწერა აბსოლუტურად ყველა სტანდარტის დაცვით მოხდა.