“პროტესტის გამოთქმის კულტურაში, ალბათ მოვიკოჭლებთ“ - მეუფე გრიგოლი
“ნებისმიერ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება , თუნდაც პროტესტის გამოთქმის უფლება, უბრალოდ პროტესტის გამოთქმის კულტურაში ალბათ მოვიკოჭლებთ,“ - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტებს ფოთის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.